სენაკში, გაუმართავმა დანადგარმა ადამიანი იმსხვერპლა

,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკში, შხეფის ტერიტორიაზე მდებარე ბეტონის ბლოკის საწარმოში, გაუმართავმა სამტვრევმა დანადგარმა ადამიანი მოიყოლა, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის თემში მცხოვრები ს. პაპასკირი გახლავთ.

 

როგორც „თაიმერს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება კრიმინალებს შორის
შემდეგი სტატიაპლასტმასის ბოთლის წყალში მიკრონაწილაკები აღმოაჩინეს – ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოძიებას იწყებს