სენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს

სენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მელიას ცნობით, დაკავებულები სენაკის პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილები.

“აგონია მძაფრდება… ახლა სენაკში 2 ჩვენი მეგობარი/აქტივისტი ჩასარიცხ აპარატთან იდგა და მობილურზე ბალანსი შეივსეს, მოულოდნელად მივიდა პოლიცია და ორივე დააკავა. და მიზეზი არ გაინტერესებთ?! – ე.ი. აპარატს აწვალებდით და სიგნალიზაცია ჩაირთოო,” – წერს მელია.

banner
წინა სტატიაშიახლა ყველაზე მეტად ის მადარდებს, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს
შემდეგი სტატია“90-იანი წლები არ უნდა დავაბრუნოთ, ამიტომ უნდა მივცეთ ხმა გრიგოლ ვაშაძეს” – თაკო ჩარკვიანი