სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში 30 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსებით, ე.წ. ჩასახლებაში არსებულ ოცდაათ კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ე.წ. სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სამინისტროს დაფინანსებით, ჩასახლებაში არსებულ 30-ვე კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების კორპუსების სახურავებისა და იატაკების გამოცვლის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 558 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, უკვე მომზადებულია აღნიშნულ დასახლებაში ცენტრალური კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის პროექტი.

სენაკში არსებულ ე. წ. სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნული ტერიტორია, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.

banner
წინა სტატიაშიხატია სიჭინავა: maroon 5-ის კონცერტის შესახებ და ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მომხმარებელს განვადებას დღეში 2 ლარად სთავაზობს