სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლულია

სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივს ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ბავშვი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურაში გადააგდეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.დაკავებულია ერთი პირი, რომელიც იმ დროს როცა ბიჭი მდინარეში ჩავარდა მდინარე ტეხურას პირას იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით , მცირეწლოვანი , სავარაუდოდ, მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე ბავშვის დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატია„ნარმანიამ მოსახლეობას მილიონი ლარი მოპარა და ვიღაც „ტიპს“ ჩაუდო ჯიბეში“ – ხმაური თბილისის მერიაში