ცოტა ხნის წინ სენაკში, ნოსირის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “თაიმერს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი პირი დაშავდა, მათგან ორს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე გაუწეს, 50 წლამდე მამაკაცი კი, კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული.