სენაკში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. შემთხვევა ჭავაჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომაქანა შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 დაშავებული კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება კიდევ სამ დაშავებულს, მათ კლინიკა ,,არქიმედეში“ გამოკვლევები უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატია27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება