სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე

სენაკში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს – შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომობილიც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას”
შემდეგი სტატიათუ ფასეულობების გადარჩენა უნდა, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს-თორნიკე შარაშენიძე კვირიკაშვილის განცხადებაზე