სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სენაკში 35 წლამდე მამაკაცი გიგა ი. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევა მოსკოვში დაწყებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა, რა დროსაც ე.წ კანონიერი ქურდი მოკლეს. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მუცლის არეში სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი რუსეთსა და აშშ-ის შორის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს არ უჭერს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას