სენაკში 64-ე საოლქო კომისიის შენობასთან  ხმაურია[ვიდეო]

სენაკში 64-ე საოლქო კომისიის შენობასთან  ხმაურია.  ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები, შტაბის წევრები და სენაკის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იმყოფებიან.

 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ოცნებას” უბნები შეეშალა, საკრებულოს მაჟორიტარების სახელები და გვარები აერია, თუმცა სია მაინც დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ოპოზიციისთვის გახდა ცნობილი, ოლქმა დალუქული სია გახსნა და კანდიდატებს საარჩევნო უბნები “ოცნების” სურვილისამებრ შეუცვალა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს დოკუმენტების გაყალბებას ნიშნავს და ახსნა განმარტებებს ითხოვენ.

ოპოზიციის წევრები შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=8pXLY8ZmACU

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას
შემდეგი სტატიათბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა