სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ენმ-ის აქციაზე: აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი