სენაკის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად სცნეს. საქმის მასალების მიხედვით, მან სოციალურ ქსელში ტელეწამყვან და მსახიობ შორენა ბეგაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამრღვევს სანქციის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.














