სენაკის ”ქართული ოცნების” შტაბი საგონებელშია ჩავარდნილი

საპროტესტო აქცია თეკლათშირამდენიმე დღეა სენაკის ”ქართული ოცნების” შტაბი საგონებელშია ჩავარდნილი.
არ მოელოდა “ოცნება”, ნაცები მილიონერ კობა ნაყოფიას კანდიდატურას რომ დაასახელებდა სენაკში.

რა უნდა დაუპირისპიროს “ოცნებამ”? კვლავ ლიტონი სიტყვები და დაპირება? ამას უკვე მოსახლეობა არ “შეჭამს”. 4 წელი თითი არ გაუნძრევიათ, სარჩევნოდ იოლ ”გასეირნებაზე” იყვნენ ორიენტირებულნი. ეგონათ საოლქოსა და საუბნო კომისიების კონტროლი გადაწყვეტდა ყველაფერს.
“ოცნების” შტაბში შიდა დაპირისპირებაცაა. “ოცნების” კანდიდატს არავინ არაფერს ეკითხება, ისე მიდის გასაიდუმლოებული შეხვედრები.

კახა რუსია გამოცდილია და ხვდება, რომ ბერაია ”ცარიელი ხელებით” არჩევნებს ვერ მოიგებს. “ოცნების” შიდა კვლევებიც აჩვენებს მის სავალალო მდგომარეობას სენაკში. აქეთ – ნაყოფიას კანდიდატურა, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე.
არაა გამორიცხული ბერაიამაც, ”პირადი სურვილით” უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
თბილისში ფიქრობენ ამ მიმართულებით, თუ როგორ შეფუთონ ეს ლამაზად და ვინმე ”მძიმეწონიანი” დაუპირისპირონ ნაყოფიას.

დაპირისპირება ”ქართული ოცნების” შტაბის უფროსს კახა რუსიასა და გამგებელ გოჩა დგებუაძეს შორის პიკს აღწევს. როგორც რუსია ამტკიცებს, გამგებელი სხვა კანდიდატურაზე მუშაობს, თუმცა, გამგებელი ამ ბრალდებას “აბსურდულს” ეძახის და კახა რუსიას უსუსურ პარტიულ მუშაობაში ადანაშაულებს.

ვაჭრობის ხასიათზე დადგა გურამ მისაბიშვილიც. ის ხვდება არჩევნებში გასამარჯვებლად მარტო გამგეობის თანამშრომლები და საჯარო მოხელეები არ კმარა. აქეთ ნაყოფიას გამოჩენამ აურია კარტები. გურამ მისაბიშვილი “ოცნებისგან” კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ გამგებლის სავარძელს ითხოვს, რასაც კახა რუსია ყველანაირად ეწინააღმდეგება, რადგან თავად მოიაზრებს თავის თავს სენაკის მომავალ გამგებლად.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში სენაკის მოქმედი გამგებელია. მოიგებს არჩევნებს “ოცნება”, გამარჯვება, რა თქმა უნდა, რუსიას ჩაუთვლის წარმატებაში და ჩააჩოჩებენ გოჩა დგებუაძეს.
ოცნება წააგებს და მაინც უარესი, კახა რუსია ეცდება გამგებელს გადააბრალოს “ოცნების” დაბალი რეიტინგი სენაკში. დგებუაძე ნებისმიერ შემთხვევაში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მოკლედ, სავარძლების მომავალ გადანაწილებაზე ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ყველა მხარეს კარგად ესმის, არჩევნებამდე უნდა მოხდეს შეთანხმება, შემდეგ, როგორც წესი დაგვიანებულია.

“სენაკის ამბები”

banner
წინა სტატიაში,,პრემიერი ქედმაღლურად დამელაპარაკა-ბატონო გიორგი, დაისვენეო,”-გიორგი შენგელაია
შემდეგი სტატიაგიორგი მელაძემ „გირჩი“ დატოვა