სენაკის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებასა და მშვიდობის ქუჩის N223-ში მიმდინარეობს სპორტული მოედნების მშენებლობა.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 121 821 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.

ასევე, მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სრულდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მოწყობა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრუნული ტენდერი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, რომელიც ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედნის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედნისა და დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 126 752 ლარია.

2013 წლიდან დღემდე სენაკის მუნიციპალიტეტში მოეწყო 23 სპორტული მინიმოედანი.

ასევე, სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირითა და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყო კალათბურთის მოედანი.

banner
წინა სტატიაშიშსს: თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: თავდამსხმელმა თავად დაიბარა პოლიცია და უთხრა, რომ ჩაბარდებოდა, შემდეგ კი გაუჩინარდა