სენაკის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

სენაკის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის მოხდა. დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში გადაყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ადგილობრივებმა ” თაიმერს” განუცხადეს ავტომბილში მეორე ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა.

როგორც “თაიმერს” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი ხვედელიანი: ნიკა მელია გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთიანობას