სენაკის მერიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

სენაკის მერიამ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორცილებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.

კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა.
მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.

სენაკის აკ.ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო.

იგი ყოველმხრივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი სენაკელების ერთ-ერთი უმთავრესი სატკივარის – თეატრის სრული რეაბილიტაციის დაწყება.
თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ” ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა.

139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ თეატრში გაიხსნება და უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეატრი შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

2013-2020 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად დაიგო 130 კმ-მდე გზა; აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი;

რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური;

ქალაქ სენაკსა და სოფელ ნოსირში განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები;

აშენდა 254 577 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 228 აბონენტს საშუალება მიეცა ჩართულიყო ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში:

ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს 2 დასახლებულ პუნქტში. აშენდება 101 737 გრძივი მეტრი გაზსადენი და 867 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს გაზიფიცირების საერთო ქსელში.

მდ. ტეხურზე, ცივსა და რიონზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები;

მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 62 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი;

სტიქიის პრევენციის პროგრამით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური სანიაღვრე არხები;

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად 158 ქუჩაზე მოეწყო გარე განათების სისტემა;

2019 წელს დაიწყო ქალაქის მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება;

იგეგმება ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიამდე და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორნისკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია;

ასევე იგეგმება რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 8 აგროსაწარმო;

შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 299-მა პირმა;

სახელმწიფოს მხარდაჭერით 145 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;

ფუნქციონირებს 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

სახელმწიფო პროგრამა „აგროდაზღვევის“ ფარგლებში, 600 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 382-მა პირმა;

„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 8 პირი;

დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 4 პროექტი;

დამონტაჟდა 3 მეტეოროლოგიური საგუშაგო;

პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, კონსულტაცია გაეწია 1100-მდე ფერმერს.

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარი დაეჭირა 3 ახალ საწარმოს; ინვესტიცია – 10 მლნ ლარამდე.

მიკრო და მცირე მეწარმეობა: მხარი დაეჭირა 71 პროექტს; ბენეფიციარი – 115 მოქალაქე; ინვესტიცია – 1 მლნ ლარამდე.

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა სახლი სოფლად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

2020 წელს აშენდა სენაკის სასწრაფო დახმარების შენობა;
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში, ზანაში, ზემო ფოცხოსა და ნოსირში რეაბილიტირდა ამბულატორიები;

ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;

გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

განათლების სისტემის განვითარება, ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალი განათლებაშია.
საგანმანათლებლო სისტემის ხელშეწყობა და განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

სენაკში უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 21 სკოლის 1041 მოსწავლე;

სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;

სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 43 პროექტი;

სენაკის 3 სკოლა აღიჭურვა ცენტრალიზებული ინტერნეტით;

განხორციელდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი;

შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 12 საჯარო სკოლა;

ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა 8 საჯარო სკოლა;

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით სენაკის საჯარო სკოლებში განხორციელდა 15 პროექტი;

მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია;

განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;

მიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე იგეგმება (მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები) რეგიონალური ინოვაციების ჰაბის პროექტირება/მშენებლობა;

ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი;

სენაკში მიმდინარეობს მესამე, მეოთხე და მეხუთე ბაგა-ბაღების მშენებლობა;

დაგეგმილია მეშვიდე ბაგა-ბაღის მშენებლობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

2013-2020 წლებში სენაკის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 23 მინი სპორტული მოედანი;

მიმდინარეობს 2 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია;

აშენდა კალათბურთის 1 მოედანი;

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შენდება მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი.

გაიხსნა იუსტიციის სახლი;

გაიხსნა ქორწინების დარბაზი.

განახლდა პოლიციის ავტოპარკი;

გარემონტდა დროებითი მოთავსების იზოლატორი.

რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის გადმოსახედზე ასასვლელ 100-საფეხურიან კიბეს;

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში ტურისტული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო თოკების პარკი და ზიპლაინი, ასევე, ღია ბაზრობა და ავტოპარკინგი.

ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის უცვლელი და უმთავრესი ღირებულებაა.

მომავალი წლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულ შედეგებზე ორიენტირებით, საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდებ, დაიგეგმება და საფუძველი ჩაეყრება მრავალ სასიკეთო პროექტს.

banner
წინა სტატიაშიპარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
შემდეგი სტატიაივანიშვილი 20 ივნისზე