სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, 3 ოქტომრით დათარიღებული ბრძანებებით, ეკატერინე გაბრავა და მურმან ნარჩელია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეკატერინე გაბრავა, რომელიც 10 წელი კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, აცხადებს, დარღვევევბი არ ჰქონია და სამსახურიდნ პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მისი მეუღლე, მამუკა მესხიშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიის საორგანიზაციო მდივანია.
რაც შეეხება მურმან ნარჩელიას, ის უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელოდბა და აცხადებს, რომ მის ადგილს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დაჰპირდნენ.
მისივე თქმით, აუდიტის დასკვა, რომელიც გათავისუფლების მიზეზი გახდა, წინასწარ იყო მომზადებული.
სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებილივ დავას აპირებენ. უკვე მიმართეს სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.