16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

სენაკი-თბილისის გზაზე, გორის საავტომობილო გვირაბში, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია “იაბლოკო” დუმის არჩევნებიდან მოხსნა
შემდეგი სტატიამიხაილ გალუზინი: ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ