სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2017 01:31

სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზებზე.

ჭალადიდი–ხორგა–ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2017 01:31

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics