საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა 26 მაისს, 14:00 საათიდან განახლდება. სატვირთო და მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის კი გზა 28 მაისს გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 14 მაისიდან იყო შეზღუდული.















