21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სემეკმა “თელასი” 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სანქციის სახით დაკისრებული 75 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

“დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.

 კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაფიქსირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა”,_  წერს სემეკი გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”: 9 წლიანი ბრძოლის შემდეგ, უსინათლო პირებისთვის სასამართლო ფორმები ადაპტირდება
შემდეგი სტატიაგია ნოდია: თუ ასე არ იყო, პატრიარქი შიო სუპერპატრიარქის – ბიძინა ივანიშვილის უმცროსი პარტნიორი ყოფილა