სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს

დღეს ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტი იხილავს “ევროპული საქართველოს” კანონპროექტს, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. ამით ბინის ყველა გაქმირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გათავისუფლდება იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან.

შარშან “ევროპულმა საქართველომ” სცადა ასევე 5%-იან ზღვარზე ჩამოეყვანა ბინის იურიდიულ პირზე გაქირავების 20%-იანი დაბეგვრაც, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო კანონპროექტი.

“ეს ადამიანები არ ეწევიან კომერციას. ისინი ინახავენ თავს ბინის გაქირავებით, მათ თავი გააქვთ ამ საყოველთაო გაჭირვებაში. შესაბამისად, მთავრობა რაც უფრო ნაკლებად შეეხება მათ ჯიბეს, მით უფრო მარტივად იცხოვრებს ეს ხალხი,” – აცხადებს კანონპროექტის ავტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. “ევროპული საქართველოში” ასევე მიიჩნევენ, რომ სემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს.“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი

banner
წინა სტატიაშიია კერზაიას საქმე – პარლამენტმა სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა გადადო
შემდეგი სტატიასანდრო ბარამიძე “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა