სემეკის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პატრული გამოიძახეს

სემეკის სხდომა, რომელიც ხმაურის გამო მცირე ხნით შეწყდა, კვლავ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სხდომის რამდენიმეწუთიანი შეწყვეტის შემდეგ წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა სხდომის გაგრძელება გადაწყვიტეს, თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და მოუწოდებენ, რომ სხდომა დაუყოვნებლივ შეჩერდეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, სემეკმა არ უნდა დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რადგან სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტარიფებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე სემეკს არ აქვს უფლება ტარიფის ცვლილება მოახდინოს.

გუგავას თქმით, დღევანდელი სხდომა არის უკანონო და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ მათ ურჩია, რომ სასამართლოს მიმართონ.
სხდომაზე იმყოფებიან სემეკის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. ამ წუთებში სემეკის სხდომა დაცვის სამსახურის წევრებსა და „ლეიბორისტებს“ შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ სემეკში საპატრულო პოლიცია მივიდა.

banner
წინა სტატიაში“ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება დიდხანს”
შემდეგი სტატიაბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 24 ქვეყნის მოქალაქეები არიან