8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

სემეკი, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე კომისიის სხდომას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს.

კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის გადავადების შესახებ. როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

banner
წინა სტატიაში“ნარკოტიკები ან სტიმულატორები არასდროს მიმიღია” – ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი ბრალდებებს უარყოფს
შემდეგი სტატიაბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა – ტრამპი ლუკაშენკოს მადლობას უხდის