სემეკ-მა „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე გაცემული ლიცენზია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2“-ით“ ელექტროენერგიის წარმოებას.

„ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. ის შედგება სამი აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. „მესტიაჭალა ჰესი 2-ის“ საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს“, – აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

banner
წინა სტატიაშივერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან ვინმეს გარიცხვას სთხოვდა
შემდეგი სტატიაახალქალაქში სახლი გაქურდეს – წაღებულია ფული და ოქროულობა