სემეკ-მა „ნაციონალურ მოძრაობას“ „თელასის“ მიერ დარიცხული თანხები არ ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თელასს“ შორის არსებული დავა განიხილა.

ოპოზიციური პარტია „თელასის“ მიერ დარიცხული თანხების გაუქმებას ითხოვდა. საუბარია აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე – 8964 ლარზე, ასევე მრიცხველით აღრიცხულ 3638 ლარზე.

მეორე შემთხვევაში მცირე გაუგებრობასაც ჰქონდა ადგილი. „ნაციონალური მოძრაობა“ 17 065 ლარის ჩამოწერას ითხოვდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დარიცხული თანხა რეალურად 17 065 კილოვატ/საათის შესაბამისი იყო.

კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასის“ მიერ განხორციელებული დარიცხვები ძალაში დარჩა. საჯარო სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიიყო კარგი მასწავლებელი არ არის მხოლოდ დიპლომი, ეს მოწოდებაა-მეცო-სოპრანო ლადო აფხაზავას
შემდეგი სტატიაისრაელმა პალესტინის წინააღმდეგ ბრძოლისას ადამიანის უფლებები დაარღვია-გაეროს კომისია