სემეკ-მა მოქალაქეებს 187 ათასი ლარი ჩამოაწერა

region
: region იანვარი 28, 2019 15:31

სემეკ-მა მოქალაქეებს 187 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) გასულ კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე 145 საკითხი განიხილა. მათი უმრავლესობა შეეხებოდა ბაზარზე მოქმედ კომპანიებს – „თელასს“, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, „სოკარ ჯორჯია გაზს“, “საქორგგაზს“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“.

მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა წარადგინეს.

კომისიის მიერ მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 187 585 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე – 16 216, ასევე სემეკ-ის Facebook გვერდზე.

region
: region იანვარი 28, 2019 15:31

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics