სემეკ-ის პროექტის მიხედვით, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება

საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება. პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

ამჟამად თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46,153 თეთრია. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1-ლი იანვრიდან სავარაუდოდ 46. 139 თეთრი იქნება.

აღნიშნული ცვლილება თბილისსა და რეგიონებში მილიონამდე აბონენტს შეეხება.

ამ წუთებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფებზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშისამხარაულის ექსპერტიზამ ვერ გაბედა სიმართლის თქმა – თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი
შემდეგი სტატია„პოლიტიკური ნება ამ რეალობაში ერთადერთი სწორი გამოსავალია“ – ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე