სელფის გადაღების დროს 2011-2017 წლებში 259 ადამიანი გარდაიცვალა

ექსტრემალური სელფის გადაღების მცდელობის დროს 2011-2017 წლებში 259 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC აშშ-ის მედიცინის ნაციონალური ბიბლიოთეკის მკვლევარებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მკვლევარები გამოდიან ინიციატივით, რომ საშიშ ადგილებში შეიქმნას სპეციალური ზონები, სადაც აკრძალული იქნება სელფის გადაღება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარ ზონებად უნდა გამოცხადდეს მთების მწვერვალები, მაღალი შენობების სახურავები და ტბები, სადაც უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება.

ივლისში ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში 19 წლის ბიჭი სელფის გადაღების დროს კლდიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ასევე ფატალურად დასრულდა სექტემბერში კალიფორნიის ეროვნულ პარკში სელფის გადაღების მცდელობა – ტომას ფრანკფურტერი 250 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სელფისთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე ხშირია ინდოეთში, რუსეთში, აშშ-სა და პაკისტანში. მსხვერპლთა 72%-ზე მეტი მამაკაცია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში წაქცეული ხე რუსი მესაზღვრეების სიკვდილის მიზეზი გახდა
შემდეგი სტატიაგამოძიება დასკვნით ეტაპზეა-“ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დავით თოლორდავას პოლიციაში დაბარება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება