5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

26.02.2026 – სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაუმჯობესებას და მომხმარებლის ინფორმირებას პროგრესის შესახებ.

სელფის ქსელი კიდევ უფრო საიმედო გახდა – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა ქსელის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ნაკლებ ტექნიკურ შეფერხებას, უფრო სტაბილურ კავშირს და პრობლემის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას.
მომხმარებლისთვის მობილური კავშირის ყოველდღიური გამოყენებისას უკეთესი გამოცდილების შექმნისთვის, თებერვლის თვეში სელფიმ ასევე მოახდინა 3G ქსელის სიხშირული განახლება. ეს პროცესი გულისხმობს: ქსელის სტაბილურობის გაზრდას, ზარების ხარისხის გაუმჯობესებასა და კავშირის გაწყვეტის რისკის მინიმიზაციას.

განახლების ეფექტი უკვე აისახა კონკრეტულ ლოკაციებზე: სამგორში და კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც საშუალოდ 0.26%-ით გაუმჯობესდა სატელეფონო ზარების უწყვეტობა, შემცირდა შეფერხების ალბათობა და გაიზარდა კავშირის სტაბილურობა.
სელფი მობაილი უწყვეტად განაგრძობს ზრუნვას ქსელის განვითარებაზე, მომხმარებლების გამოცდილების კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის.

banner
წინა სტატიაშივინ უქმნის საფრთხეს ქართულ ფინანსურ სექტორს?! – საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის შეფასება
შემდეგი სტატია“ეს არ არის უბრალოდ საკადრო ცვლილება — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი” – თამარ ბელქანია ენგურჰესის თანამშრომლების გათავისუფლებაზე