19.11.2025 – ჩვენი ტექნიკური გუნდი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას
ქსელზე, ჩვენ კი შენს სისტემატიურ ინფორმირებას შედეგების თაობაზე! ბოლო
ერთ თვეში 17 მაკრო სადგური აღიმართა – ჯამში წლის დასაწყისიდან ამ
დრომდე ეს უკვე არის 58 მაკრო სადგური, რაც პირდაპირ ისახება დაფარვის
არეალის გაფართოებაში, ქვეყნის მასშტაბით. მარტივად რომ ვთქვათ – სელფის
კავშირი ახლა არის იქ, სადაც აქამდე არ იყო.
გრძელდება ქსელის გამტარუნარიანობის გაუმჯოებესებაც, რაც ნიშნავს რომ შენ
უკეთესი ხარისხის ინტერნეტი გექნება. ამჯერად, განახლება მთლიანად სამცხე-
ჯავახეთს შეეხო, სადაც 16 სადგურზე მოხდა დამატებით ტექნოლოგიის ჩართვა
და ინტერნეტის სიჩქარე 18%-ით გაიზარდა!
ვაგრძელებთ მუშაობას შენთვის შემდეგი თვის სიახლეებზე.
ქსელის განვითარება ჩვენი #1 პრიორიტეტია.



















