6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

სელფი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია.”STEAM-ის დღე 2026″ იმართება 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) სფეროებში ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 11 თებერვალს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ერთ სივრცეში გაერთიანდებიან ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები, გამოცდილების გასაზიარებლად, შთაგონების მისაღებად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შესაქმნელად.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
• საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ქალების გამოსვლები
• ვორქშოპები და მასტერკლასები
• ინტელექტუალური და სახალისო თამაშები
• ნეთვორქინგის სივრცე.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ინკლუზიურობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და, მთლიანობაში, ქვეყნის ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. გვჯერა, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განათლება კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი.” – აცხადებენ სელფი მობაილში.

###
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: asadunashvili@cellfie.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:
Facebook
Instagram
YouTube
LinkedIn

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით
შემდეგი სტატიაკობახიძე – სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე