სელენა გომესს “წლის ქალის” ტიტული მიენიჭება

ამერიკული ჟურნალი Billboard, რომელიც მთლიანად მუსიკის ინდუსტრიას ეძღვნება, “წლის ქალის” ვინაობას ასახელებს. ამ საპატიო ტიტულს 30 ნოემბერს ლოს-ანჯელესში მიანიჭებენ 25 წლის მსახიობსა და მომღერალს სელენა გომესს.
სელენა მარია გომესი ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“ სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.
გასულ წელს “წლის ქალის” ტიტული ლეგენდარულ მადონას მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშიმანჰეტენზე შვიდი ადამიანი ველობილიკზე ავტომობილის შევარდნას ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი:ეს აშშ-ში არ უნდა მოხდეს!