სეგრეი ლავროვი: აფხაზეთის გავლით ტრანზიტის ამოქმედებისთვის არსებობს სამართლებრივი ბაზა

რუსეთი ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, რომ განახლდეს აფხაზეთის გავლით სომხეთში სატრანზიტო გადაზიდვები. ამის შესახებ განაცხადა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ტრანზიტის ამოქმედებისთვის არსებობს სამართლებრივი ბაზა, რის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმება რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიენების შესახებ. „ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები ტრანზიტის განახლებაში არიან დაინტერესებულნი. აფხაზეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ არ არის ამის წინააღმდეგი“, — აღნიშნა ლავროვმა.
„თუ ქართული მხარე მზად იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად, მე ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი დაიწყება და ის სარგებელს მოუტანს აფხაზეთს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია
შემდეგი სტატიააფხაზეთში ლავროვის ვიზიტი რუსეთის პროვოკაციის ნაწილია – კვაჭანტირაძე