სებასტიან მოლინეუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
სებასტიან მოლინეუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდითაა.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მისი მთავრობის შემადგენლობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. დიდებული იყო თქვენთან მუშაობა ქართველი ხალხის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის საკითხებზე, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივაზე. მსოფლიო ბანკი თქვენს გვერდით დგას. ძალა ერთობაშია!“, – წერს სებასტიან მოლინეუსი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს
შემდეგი სტატიამეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა