სებასტიან მოლინეუსი – მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ.

ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველჰყოფს“,- წერს სებასტიან მოლინეუსი.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ოპოზიციის სხეულზე არის განგრენა, რომელიც უნდა მოიჭრას
შემდეგი სტატიამოგიწოდებთ, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება – მეუფე ნიკოლოზი