Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

Black Sea Arena -ზე ჯგუფ Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის 20 აგვისტოს, თბილისიდან ურეკში დამატებითი მატარებელი დაინიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.
„საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 10:25 საათზე გავა და ურეკში 5 საათზე ნაკლებ დროში ჩავა. მატარებელი თბილისში ღამის 02:00 საათზე დაბრუნდება. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

Scorpions -ის კონცერტისთვის Black Sea Arena-ზე მთლიანად შეიცვალა სცენის კონსტრუქცია, არენას მენეჯერის დიმიტრი ბერიძის თქმით, ჯგუფის წერვების მოთხოვნით, სცენა ღრმად იჭრება მაყურებლებში.

“კონცერტი ძალიან დინამიური იქნება, როცა შოუს მონახაზი და სცენის ფორმა გავიგეთ, უკვე ნათელი იყო, როგორ შოუს ვნახავათ არენაზე. ყველა ჯგუფის წევრს ინდივიდუალური აქტივობები აქვს და ძალიან დინამიური პროგრამაა”.
Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

banner
წინა სტატიაში,, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლისთვის სურს”
შემდეგი სტატია“ზუგდიდის რაიონს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ სანდრა რულოვსი იქნება,”