27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“სცენარი იცვლება, ახალ ამბავს ვგეგმავთ!”- ზურაბ ჯაფარიძე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე

26 მაისს ოპოზიცია ქუჩაში ხალხის მასშტაბურ გამოსვლას გეგმავს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ აქცია 19:00 საათზე თსუ-სთან დაიწყება და პარლამენტისკენ დაიძვრება. მისი თქმით, ამჯერად აქციაზე სრულიად ახალი პროცესი და ჩართულობა იგეგმება.

„მსვლელობა იქნება პარლამენტამდე, სადაც სცენა დაგვხვდება. ქორეოგრაფია იქნება თუ სხვა რამ, ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, მაგრამ გვინდა, რომ რაღაც ახალი ამბავი იყოს და ხალხი, ვინც იქ მოვა, რაღაც საქმეში ჩავრთოთ. გვინდა, ეს პროცესი წავიყვანოთ მოქალაქეების მეტი ჩართულობისკენ. სხვანაირად როგორ შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანო — ამ ადამიანებს უნდა მისცე საშუალება, რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები თავად მიიღონ“, — აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, რუსთაველზე ხალხმრავლობის ჩვენება უმნიშვნელოვანესია, რათა რეჟიმის პროპაგანდა დაიმსხვრეს, თითქოს ხელისუფლება უმრავლესობაშია. „ეს პროტესტი რეჟიმისთვის იმის ჩვენებაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიბრძვით. ეს სიგნალია ციხეში მყოფი ადამიანებისთვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც“, — აღნიშნა პოლიტიკოსმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის არმია იერიშებს აძლიერებს- ხერსონსა და დნეპროპეტროვსკში ათობით მოქალაქე დაშავდა და დაიღუპა
შემდეგი სტატიამდინარაძე: შსს-ში საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგისთვის სპეციალურ სამმართველო იქმნება