SBU-ს სპეცოპერაციები: დაკავებულია FSB-ს აგენტების ჯგუფი, ოკუპირებული ყირიმის “მინისტრი” და დივერსანტები

ბოლო დღეებში SBU-მ [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], გამოავლინა რკინიგზის ორი თანამშრომელი, გაანეიტრალა FSB-ს აგენტების “მძინარე ჯგუფი” დნეპროპეტროვსკის რეგიონში და დააკავა ოკუპირებული ყირიმის “ოფიციალური პირი” – ინფორმაციას უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული სპეცოპერაციებისა და დაკავებებზე, უწყება ავრცელებს.

უფრო დეტალურად:

სპეცოპერაციის დროს, SBU-მ დააკავა დონეცკის რკინიგზის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ოკუპანტების მხრიდან დავალებული ჰქონდა უკრაინელ სამხედროებზე, მათი ტექნიკისა და საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

კიევში დაიჭირეს უკრზალიზნიცის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი, რომელიც აქტიურად ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ის კოლეგებს მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ აგრესორისთვის
და მასობრივად უგზავნიდა მტრის პროპაგანდისტულ შეტყობინებებს კომპანიის თანამშრომლებს.
გარდა ამისა, ირპენის, ბუჩასა და ვორზელის დროებითი ოკუპაციის დროს, მამაკაცი ოკუპანტებს ეხმარებოდა ძარცვაში.

დნეპერში SBU-ს სპეცრაზმმა დააკავა სამი ადგილობრივისგან შემდგარი FSB-ს აგენტების დივერსიული ჯგუფი. ისინი აწარმოებდნენ დივერსიულ და სადაზვერვო სამუშაოებს. დაკავებულებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათი ჯგუფი შეიქმნა ჯერ კიდევ 2015 წელს, თუმცა ჯგუფი არ იყო აქტიური და დროდადრო ასრულებდნენ FSB-ის გარკვეულ მითითებებს.

ლვოვის რეგიონში:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დააკავა დროებით ოკუპირებული ყირიმის ერთ-ერთი „მინისტრი“ , რომელმაც წვლილი შეიტანა ნახევარკუნძულზე რუსული საოკუპაციო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსი სამხედროების დანაშაულებს. ქალის თქმით, ის “ლვოვში ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა” და არ ელოდა, რომ მისი ვინაობა გამჟღავნდებოდა -“SBU-ს მუშაობის წყალობით, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს თავის ქმედებებზე” ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლუგანსკის რეგიონში:

SBU-მ დააკავა აგენტი, რომელიც რუსეთმა ომამდე ერთი კვირით ადრე გაგზავნა უკრაინაში. ის რუსეთში პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული იყო და დავალების მიხედვით, უნდა შეესრულებინა სადაზვერვო სამუშაოები გარკვეულ ტერიტორიაზე და გადაეღო უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები.

წინა სტატიაშიირპენის მერის თქმით, ქალაქის აღდგენას, სულ ცოტა, მილიარდი დოლარი დასჭირდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა