საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს

2021 წლის 5 თებერვლიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო
ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 7
(შვიდი) ლოკაციაზე:
1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი,
მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე
(გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი
I, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე
(სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი
II, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე
კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი,
მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე
(სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
5. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი,
მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე
(სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
6. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი,
მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე
(გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
7. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი,
მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე
(ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 7 (შვიდი) სექცია ამოქმედდება,
შესაბამისად სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1185 კმ. სიგრძის საავტომობილო
გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სესხის საპროცენტო განაკვეთი 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან იხსნება სკოლები