საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინებენ.

​„სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, „ფეისბუქით“ გავავრცელებთ“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: მონური სიცოცხლე როგორ შეიძლება უმაღლესი ღირებულება იყოს როგორ???
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო