საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს- “ნიუტონის სკოლა”

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ნიუტონის სკოლა 2 დეკემბერს არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება სკოლამ გაავრცელა.

“ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს.

ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.

თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს”-მართვისა და კომუნიკაციების უნივერსიტეტი სასწავლო პროცეს წყვეტს
შემდეგი სტატიაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს