საზოგადოებრივი მოძრაობები სოლიდარობას უცხადებენ რუსეთის პარაოლიმიურ ნაკრებს

საზოგადოებრივი მოძრაობები “სამართლიანი საქართველო” , „ქართული მიგრაცია და ემიგრაცია“ და „პატიმართა დედებისა და მეუღლეთა კავშირი“ სოლიდარობას უცხადებენ რუსეთის პარაოლიმიურ ნაკრებს, რომელსაც საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით აეკრძლა რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა წერილი გაუგზავნეს რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ვლადიმერ ლუკინს, რომელშიც თანადგომის გარდა გამოთქვეს პროტესტი საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

წერილში, რომელსაც აქვეყნებს პორტალი „სპუტნიკი“, ნათქვამია: „ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო, სადაც თქვენ გააგზავნეთ საჩივარი, მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და სამართლიანობა გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ანტისადოპინგო სისტემა რუსეთში კომპრომიტირებულია და ზიანს აყენებს პარაოლიმპიურ მოძრაობას.

banner
წინა სტატიაშიკრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება
შემდეგი სტატიაპრემიერის თქმით, თუშეთის გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა