საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები გახდნენ

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გამოშვების წამყვანები გახდნენ. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს ბრიფინგზე არაზ მაშოვი და ედგარ ბარსეღიანი წარადგინა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა ახალი თანამშრომლები პოლიტიკურ ცენტრს დახემარებიან, რომ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია თავის მშობლირ ენაზე.

ედგარ ბარსეღიანი 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, ხოლო არაზ მაშოვი ტელევიზიაში სამუშაო გამოცდილების გარდა, გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილეც იყო.

ამ ეტაპზე მაშოვი და ბარსეღიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვებას არ გეგმავენ

banner
წინა სტატიაში”ქართულმა ოცნებამ” მეტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატია“ლარის გამყარების ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად გაგრძელდება”