საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა

ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის დავა ერთი თვის წინ დაიწყო და მედიატორი ამ პროცესში დაუყოვნლებლივ ჩაერთო.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა როგორც პროფკავშირის, ასევე ბორდის წარმომადგენლებთან. შედეგად შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და 1 ივლისიდან 600-მდე თანამშრომელს 10 და 20%-ით გაეზრდებათ ანაზღაურება.

მხარეებს შორის შუალედური შეთანხმების მიხედვით, ხელმძღვანელობა ვალდებულია ტელევიზიაში ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელებიც. ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი ხელშეკრულებაში.

banner
წინა სტატიაშიპოროშეკნომ ბრიტანეთის რეფერენდუმის კომენტირებისას რუსეთს აგრესორი უწოდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მმრთველმა ოლიგარქმა უარი თქვა შეეტანა დემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში