საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევა – კახიძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე საუბრობს

„ეს ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების ფორმირება ამ ქვეყანაში, რა ფიგურებს არჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მმართველ გუნდს შორის გამართულ კონსულტაციების შეფასებისას გააკეთა.
კახიძის თქმით, 26 იანვარს თბილისი ერთ-ერთ რესტორანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, მაღლაფერიძე შეხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს და მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.
„ისინი განიხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები,“ – განაცხადა კახიძემ.
როგორც კახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლური შეხედულებების მქონე პირის, შათირიშვილის საბჭოში მოხვედრას ლობირებს. კახიძე ასევე, აღნიშნავს, რომ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილსაც უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე -მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ დღეს არსებული სისტემა ალოგიკურია
შემდეგი სტატიასკანდალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ – ეკა გიგაური რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს