„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობას ტოვებს.
გიორგი ბარათაშვილი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა. მისივე თქმით, მას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის კიდევ ორ წლიანი ვადა ჰქონდა თუმცა გადადგომა გადაწყვიტა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილს კოკა ყანდიაშვილი შეცვლის.

banner
წინა სტატიაშითბილისში სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო მარჯანიშვილის ქუჩაზე დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს