საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა – ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლოაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა – ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.

განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა – ორი ხმა.

კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ