საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს ხვდება, რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს ხვდება, რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მოითხოვს, ანაზღაურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებზე პასუხების მიღებამდე შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი.

როგორც ცნობილია, 150-მდე თანამშრომელს აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა ხელმძღვანელობის ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.

მაუწყებლის თანამშრომლების ამ ნაწილის შეფასებით, ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემა ბუნდოვანია და გაურკვეველია.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება
შემდეგი სტატიაგათავისუფლდება თუ არა დღგ-სგან ელექტროძრავიანი ავტობუსების იმპორტი და მიწოდება ?!