საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, არხს თანამშრომლები ტოვებენ.
ცნობილი ხდება, რომ პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ტელევიზიიდან გათავისუფლების მოთხოვნით თეა კახიანმა მიმართა. თეა კახიანი განცხადების შინაარს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასთან, კახიანი წერს, რომ არხი დავით ველიჯანაშვილმაც დატოვა.
საქართველოს პირველი არხის შიდა მონიტორინგის ფარგლებში წარმოებული კვლევების და ეუთო ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის დასკვნების მიხედვით საქართველოს პირველი არხი ავლენს მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ და შესაბამისად ვეღარ პასუხობს კანონით დადგენილ ინსტიტუციურ მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია რადგან არ აღმოჩნდა ვითარების გამოსწორების საფუძველი და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ჩემს მიერ გაგზავნილი ვრცელი წერილი გახდა სათანადო რეაგირების საგანი, იძულებული ვარ მივიღო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება.
ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში მონიტორინგის სამსახურმა დაკარგა მისთვის მინიჭებული ფუნქცია და მოცემულ პირობებში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება არა მხოლოდ აზრს მოკლებულია, არამედ ინსტიტუციური ღირებულებების უარყოფის თანამონაწილეობას ნიშნავს.
გამომდინარე აქედან, გთხოვთ, 2025 წლის 17 მაისიდან, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე.” – წერია თეა კახიანის მიერ თინათინ ბერძენიშვილისთვის გაგზავნილ განცხადებაში.