საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო-აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო-აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, „ეთერი ხალხს, ეთერი ჩაგრულებს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – სკანდირებენ მარშის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს სამართლადამცველები მიჰყვებიან, რომლებიც აფრთხილებენ, რომ მათ მხოლოდ სავალი გზის გარკვეულ პერიმეტრზე შეუძლიათ სიარული.

ჩვენი ერთადერთი მიზანია ევროპული გზა, რომელსაც უახლოეს დროში აუცილებლად დავიბრუნებთ, ნუ ეგონება “ოცნების“ რეჟიმს, რომ ის იქნება საქართველოში მარადიული. მათი დრო იწურება, -განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.

მსვლელობის დროს პატარა ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი-სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, არ გადასულიყვნენ იმ პერიმეტრზე, რომელზეც მანამდე დართეს ნება, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

 

banner
წინა სტატიაშისიმბოლური ლაფსუსები მოსკოვურ ცხრამაისობაზე – რა გამოავლინა აღლუმმა?
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს” – მოქალაქეები ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან